პური არასდროს ხვდებოდა დილით. ჯერ კიდევ იქამდე გაიშვერდნენ თითს საათისკენ, შენი ძილის დრო მოვიდაო, სანამ პურისმჭამელი მოვიდოდა და ალოკავდა ბოლო ნამცეცებს. არც სხვებზე ადრე გაღვიძება გამოსდიოდა. თვალს როცა კი გაახელდა, მოხუცის ზურგს ხედავდა ქურისკენ გადახრილს, ჭურჭლის მრეცხავს და იშვიათად აივანზე გასულს (ალბათ, სარეცხს თუ ხსნიდა). საწოლიდან ყველაფერი ჩანდა, მთელი ტილო: ხელსაბანი, ოდნავ წინ წამოწეული ნავთქურა, სამფეხა სკამები და კოჭლი მაგიდა, რომელსაც ფანჯრიდან გადმოღვრილი სინათლე დაჰფენოდა სანახევროდ, და საბანაო ტაშტი, იმის ქვეშ დამალული. საწოლები ან იმის მაგივრობის გამწევი ტახტი, იატაკზე დაგდებული ლეიბი და გასაშლელი საწოლი, იმას რომ ხვდებოდა, ვინც ბოლო დაწვებოდა, საპირისპირო კედელთან იყო ჩამწკრივებული. მხოლოდ პურისმჭამელს ჰქონდა უცვლელი მოსასვენებელი ღამით და მას, რადგან ერთადერთი ბავშვი იყო ოთახში. გვერდით ხან ერთი ქალი ამოუწვებოდა და ხან მეორე: ზოგჯერ ის, ვინც დედად ეკუთვნოდა, ზოგჯერ მოხუცი, ზოგჯერ რომელიმე ნათესავი ან ვინმე, მოულოდნელი სტუმრობის საბაბით შემოხიზნული. მოხუცთან წოლა ყველაფერს ერჩია, რადგან ტკივილი დიდხანს ვერ აჩერებდა მწოლიარეს და მერე მთელი საწოლი ამას რჩებოდა, სანამ ვინმე შეუძახებდა, ეგოგო, გაიღვიძე, აშენდა ქვეყანაო. ჩაცმაში მოხუცი ეხმარებოდა. უჭირდა ამას ერთადერთი სითბოს დათმობა და საბანს ჩაბღაუჭებული მიზეზობდა, რომ ეს შარვალი მიწაზე დასთრევს, ის კი გახვრეტილია. ჩაცმის შემდეგ თმის დავარცხნის ჯერი დგებოდა და რატომღაც ეს საქმე მოდედოს ებარა, ვისთვისაც შვილისმაგვარისთვის დილაობით თმის მოქაჩვა ბრაზის ფარულად გამოხატვის ერთადერთ ფორმად შეერჩინა ცხოვრებას. მალე ვინმე შეუძახებდა, ეგოგო, ჭამეო და ესეც მიუჯდებოდა მაგიდას, ჩააცქერდებოდა ფინჯანს, რომელშიც სადღაც შორს დაკრეფილი ჩაის ფოთლის სამი ნაგლეჯი დაცურავდა. ამის მეზღაპრეობა გვაკლდაო, იტყოდა ვინმე და მოქაჩავდა რომელიმე ნაწნავს. ორ ყლუპს თუ გადაყლაპავდა და მიჰყავდა მოხუცს სკოლისკენ. უკანა გზაზე მოხუცი პურის ქარხანაში შეივლიდა და ხურდას გადაუთვლიდა გამყიდველს, რომ პურისმჭამელის გაღვიძებამდე მოესწრო შინ პურის მიტანა. შაბათ-კვირას ეგოგოც მიჰყვებოდა ქარხანაში. სანამ რიგში იდგნენ, ითვლიდა ერთმანეთის გვერდით ჩამწკრივებულ სავსე მთვარისებრ პურებს. ანგარიშობდა, შეხვდებოდათ თუ არა. რთული მისახვედრი იყო - ზოგჯერ ორი ადამიანი ერთ პურს ელოდა, ზოგჯერ ერთი - ორს. ხანდახან უპუროდ რჩებოდნენ და ხელმოცარული მიუყვებოდნენ გზას, რომლის ტკეპნაც კიდევ დიდხანს მოუწევდათ.
October 3, 2021
January 5, 2020
ჯერალდ დარელის ცხოველები
თბილისში წელიწადში რამდენჯერმე წიგნის ფესტივალი იმართება. უკვე ერთი ათწლეულია გამომცემლობებში, წიგნის მაღაზიებში თუ ბიბლიოთეკებში ვმუშაობ, ამიტომ თბილისურ წიგნის ფესტივალებზე ჩემთვის უცხოს იშვიათად ვპოულობ რამეს, თუმცა გასული ნოემბრის ფესტივალზე ერთ საინტერესო გამოცემას გადავაწყდი - ჯერალდ დარელის დოკუმენტურ პროზას "Menagerie Manor". "პინგვინის" ეს გამოცემა ისეთი ფორმატისაა, იოლად მოთავსდება მოზრდილ ჯიბეში და მეც თავიდან კუბოკრული პიჯაკის ჯიბეში დავაბინავე, მაგრამ ტყუილად. დიდი ხანია, რაც აღარც მგზავრობის, არც ხანმოკლე შესვენებების, არც ვინმეს ლოდინის დროს აღარ ვკითხულობ. წიგნის მშვიდად წასაკითხად მეტი მოცალეობა მჭირდება, უნდა მჯეროდეს, რომ უშფოთველად რამდენიმე ათეული გვერდის წაკითხვას მოვასწრებ. ამიტომ მალე პიჯაკის ჯიბიდან უმცროსი დარელის წიგნმა ზურგჩანთაში გადაინაცვლა, რომელიც თან ბაკურიანში წავიღე. 2020 წელი რომ დადგა და გათენდა, სახლის წინ ვეებერთელა მინდორი თეთრად გადაპენტილი დამიხვდა და მეც ამ კითხვას შევუდექი.
ჯერალდ დარელი, ინგლისელი მწერალი, ნატურალისტი და ზოოპარკის მფლობელი, დაიბადა 1925 წლის 7 იანვარს ინდოეთში და ნაყოფიერი ცხოვრების შემდეგ 1995 წელს გარდაიცვალა ჯერსიში, ბრიტანეთში. ჯერალდ დარელს ქართველი მკითხველი იცნობს ავტობიოგრაფიული ნაწარმოებით "ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები", სადაც აღწერილია, როგორ გადავიდა დარელების ოჯახი საცხოვრებლად საბერძნეთში, კუნძულ კორფუზე. ჯერალდი ერთადერთი მწერალი არ იყო ოჯახში - მისი უფროსი ძმა, ლორენს დარელი 50-ზე მეტი წიგნის ავტორია, მათ შორის ყველაზე ცნობილია "ალექსანდრიული კვარტეტი". კორფუზე დარელების ცხოვრების შესახებ BBC-მ 2016-2019 წლებში გადაიღო სატელევიზიო სერიალი "The Durrells in Corfu", რომელიც გარდა იმისა, რომ საინტერესოა და სანახობრივად - თვალწარმტაცი, ერთ-ერთი ყველაზე კეთილი რამ არის, რაც კი ეკრანზე უჩვენებიათ.
June 9, 2015
ნორვეგიული ტყე - წიგნში ჩაქსოვილი მუსიკა
ჰარუკი მურაკამის „ნორვეგიული ტყე“ მუსიკით მიმოკინძული წიგნია. ამ რომანის პერსონაჟები ხან რადიოთი უსმენენ სიმღერებს, ხან ფირსაკრავზე, ხან თვითონ უკრავენ გიტარაზე. ეს სიმღერები ამოვკრიფე, ბმულებიც მოვაბი და აი, აქ მოგიყვანეთ:
The Beatles - Norwegian Wood
Henry Mancini - Dear Heart
The Beatles - Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band
Bill Evans - Waltz For Debby
Fool's Garden - Lemon Tree
Peter, Paul and Mary -Puff The Magic Dragon
Marlène Dietrich - Where Have All The Flowers Gone..
Peter , Paul & Mary - Micheal Row the Boat Ashore
The Beatles - Michelle
The Beatles - Nowhere Man
The Beatles-Julia
CCR - Proud Mary
Cream - White Room
Simon & Garfunkel - Scarborough Fair
Blood Sweat & Tears - Spinning wheel
The Beatles - Here Comes The Sun
Desafinado by Joao Gilberto
Astrud Gilberto & Stan Getz: The Girl From Ipanema
The Rolling Stones -Jumpin' Jack Flash
The Doors -People Are Strange
Ella Fitzgerald and Count Basie - Honeysuckle Rose
The Beatles - Yesterday
The Beatles- Something
The Beatles - The Fool On The Hill
The Beatles - Penny Lane
The Beatles - Blackbird
The Beatles - When I'm Sixty-Four
The Beatles - Nowhere Man
The Beatles - And I Love Her
The Beatles- Hey Jude
Maurice Ravel - Pavane for Dead Princess
Claude Debussy -Clair de lune
Carpenters - Close to you
Burt Bacharach - Raindrops Keep Falling On My Head
Fifth Dimension - Wedding Bell Blues
Sukiyaki
Honeysuckle Rose - Thelonious Monk
„ნორვეგიული ტყე“ ქართულად გამოიცა და წიგნის მაღაზიებში იპოვნით.
March 4, 2015
ბებიაჩემი ერთი ტაფით გამოამზითვეს
ნაწილი პირველი, სიზმარი
მეორე
იმ დღეს, შორეულ ნათესავებს რომ ველოდი სტუმრად, კარაქში მოშუშული ქათმის ხორცი ბებიაჩემის ნაქონი ტაფითვე შემოვდგი კიბემორყეული სახლის მეორე სართულის აივანის კუთხეში მოთავსებულ ლურჯსუფრაგადაფარებულ მრგვალ მაგიდაზე,
სადაც
დედაჩემს
თუ
დეიდაჩემს
დილით
მეზობლის მიტოვებულ ეზოში დაკრეფილი თეთრი ვარდები დაეწყო და მივიწყებოდა.
ვიდრე ჩემი შორეული ნათესავები, მათ სახელებს ვერაფრით ვიმახსოვრებდი, მამაჩემთან სატელეფონო
კავშირს
არ
წყვეტდნენ
და
ცდილობდნენ
გზა
მისი
დახმარებით
გამოეკვალათ,
აივნის
მეორე
ბოლოში
გაბმულ
ჰამაკში
ჩავწექი
და
ჩამეძინა.
სიზმრად დაკარგულ შვილს დავეძებდი, ან შეიძლება უმცროსი დაც იყო, იმ ხის სახლის ბნელ კუნჭულებშიც, მზიან ოთახებშიც, საკუჭნაოშიც, კიბის ქვეშაც.
სააბაზანოში
ვიპოვე,
საკუთარ
თავს
აღარ
ჰგავდა,
დაპატარავებულიყო,
არაფერი
დარჩენილიყო
მისგან, მხოლოდ რამდენიმე
კოვზი
კარაქი
და
ქათმის
ხორცის
თეთრი
ნაწილი,
ისიც
წყალში
ჩაძირული.
ჩამოვჯექი,
ავტირდი,
ავცახცახდი,
ავქვითინდი,
ავბღავლდი
– როგორ
შეძლებდა
გამოღვიძებას?
რომ
დამხრჩვალიყო?
ჩემს
კივილზე,
წივილზე,
ბღავილზე,
ქვითინზე,
წიწკვინზე,
ბებიაჩემის
მშობლები
შემოცვიდნენ,
ბებიაჩემის
დედა
და
დედა,
ბებიაჩემის
ორი
გამზრდელი
ქალი.
იმ
ერთი
ტაფისთვის,
რომლითაც
ბებიაჩემი
გამოამზითვეს,
ოთხი
ხელი
ჩაეჭიდათ
და
მამშვიდებნენ,
არაუშავსო,
ჩვენ
მოვაბრუნებთ
ამქვეყნადო,
ცივ
ნიავს
არ
მივაკარებთო,
გამოვზრდითო,
საკენკს
დავუყრითო,
წინდებს
მოვუქსოვთო,
კითხვას
ვასწავლითო,
ოღონდ
გვენდე,
ტაფაზე
გადმოდე
და
ცეცხლად
შეენთეო.
January 21, 2015
პოსტმოდერნული ხერხები კურტ ვონეგუტის ნაწარმოებებში
„ეს წერილიც ოდნავ
პოსტმოდერნულია“.
ბოკონონის მეშვიდე
წიგნი
იქნებ, როგორღაც
ეს წერილი ვინმე ლიტერატურულ მიმდინარეობებში გაურკვეველ ადამიანსაც ჩაუვარდეს ხელში
და გაიფიქროს, ნეტა, ეს პოსტმოდერნიზმი რაღა არისო? პოსტმოდერნიზმი მეოცე საუკუნის
მეორე ნახევარში გაჩენილი ლიტერატურული მიმდინარეობაა (არა მხოლოდ ლიტერატრული,
მაგრამ ამ სივრცეში ხომ ჩვენ ლიტერატურით ვართ დაინტერესებული), რომელიც ახლებური ინტერპრეტაციისა
და ლიტერატურული ტექსტების გადააზრებისთვის უკვე არსებულ ლიტერატურულ ფორმებს იყენებს.
იმედი მაქვს,
თუ ლიტერატურულ მიმდინარეობებში გაურკვეველი კაცის ხელში ჩავარდება ეს ჩემი ნაშრომი,
ის მაინც ეცოდინება, ვინ ოხერია კურტ ვონეგუტი. არა? კარგით, ორიოდ სიტყვას არც მასზე
დაგზარდებით - ეს იყო ერთი ამერიკელი ხუჭუჭთმიანი და ულვაშიანი კაცი, თითქმის სულ მომღიმარი,
ძირითადად ნაცრისფერ კოსტუმებში ჩაცმული (არა და, ამ დალოცვილ ინტერნეტში თვალს თუ
გადაავლებთ მის სურათებს, ნაცრისფერი კოსტუმების სიჭარბეზე მის გარდერობში, სავარაუდოდ,
ვერ შევთანხმდებით), ეწეოდა ბევრს და წერდა. როგორო, შეფასებას ნუ მომთხოვთ. აი, მის
ერთ რომანზე კი უფრო ვრცლად მოგიყვებით. „სარწეველა ფისოსათვის“ დაერქვა ამ წიგნს ქართულად
(აქ ცოტა ვონეგუტისეული ირონია გაერია ჩემს ხმას).
„სარწეველა ფისოსათვის“
პირველად 1963 წელს გამოიცა. მისტერ ვონეგუტს, ალბათ, გული არ აჩქარებია მის დანახვაზე,
მეოთხე წიგნი იყო, ბოლოს და ბოლოს, იქამდე წიგნის გამოცემით გამოწვეულ სიხარულს შეეჩვეოდა
(თუმცა, გამოგიტყდებით, იუმორისტები სიხარულს მოკლებული ხალხი მგონია).
November 20, 2014
ყუთი
ყუთში, რომელიც
ყვითელ
საწვიმარში
გამოწყობილმა
ფოსტალიონმა
გადმომცა,
რვა
ნივთი
იდო.
ათს
უკვე
აკლდა
ოცი
წუთი,
ცოტაც
და,
ისევ
დავიგვიანებდი,
ამიტომ
ცალი
თვალით
ჩავიჭყიტე
ყუთში,
უკვე
შელახული
კედები,
კარტის
დასტა
და
რაღაც
წიგნი
მომხვდა
თვალში,
იმ
„ვარსკვლავური
ომების“
მაისურს
ხელიც
კი
დავტაცე,
შევატრიალე,
შემოვატრიალე,
ყუთზე
წარწერას
დავხედე
- ერთი
სახელი,
გვარი
და
მისამართი
მე
მეკუთვნოდა,
მეორე
ვინმე
გერმანელ
პიტერს,
მერე
ქურთუკი
მოვიცვი,
კარი
მივხურე
და
სამსახურისკენ
გზას
გავუდექი.
ვიდრე
მამაჩემი
მანქანას
დაძრავდა
და
ალაპარაკდებოდა,
გავიხსენე
ყველა
გერმანელი
და
ყველა
გერმანიაში
წარსულში
ან
აწმყოში
მცხოვრები,
რომელთანაც
შეხება
მქონია.
მაგრამ
ვინ
გამომიგზავნიდა
გაცრეცილ
ფერფლისფერ
კედებს? გამომგზავნის შესახებ
სხვა
არაფერი
იყო
მითითებული
ყუთზე,
რომელიც
ოთახის
მილაგების
დროს
დედას
კარადის
თავზე
შემოედო.
ყველა
ნივთი
ამოვალაგე
- ჯერ
ის
39 ზომის,
წითელკანტიანი,
თეთრთასმებიანი
განადგურებული
კედები,
მერე
- მაისური
(ამ
მაისურს
კი
სიამოვნებით
ვატარებდი),
საფულე,
რომელშიც
რამდენიმე
ათევროიანი
კუპიურა
და
ფოტო
იდო.
ფოტოზე
მთელი
ტანით
ჩანდა
გოგონა,
რომელიც
ფოტოგრაფისკენ
ზურგით
იდგა,
პირით
კი
კედლისკენ,
ქერა
თმა
ორად
გაეყო
და
კისერზე
რაღაც
ტატუ
მოუჩანდა,
ეცვა
ჯინსის
მოკლე
შორტები
და
თეთრი
მაისური.
საფულე
იყო
შავი
ტყავის,
იაფფასიანი.
წიგნი
ყვითელყდიანი,
ფილიფ
დიკის „Do Androids dream of electric sheep?“ კალამი,
სტაფილოსფერი,
შავზოლებიანი,
შავი
თავსახურით,
ჩვეულებრივი,
ისეთი,
აქაც
კი
ყველგან
რომ
იყიდება,
და
ვერავის
დააჯერებ,
გერმანიიდან
რომ
გამოგიგზავნეს.
ან
კი
ვინ
დაიჯერებს,
რომ
დილით
კართან
წერილებით
გამოტენილ
ჩანთიანი
ყვითელსაწვიმარშიგახვეული
ფოსტალიონი
მოგადგა
და
მოგიტანა
ყუთი
რომელშიც
8 უცნაური
ნივთი
იდო:
დახეული
კედები,
კალამი,
მაისური,
საფულე,
წიგნი,
კარტის
დასტა,
ყურსასმენები
და
ფორთოხალი?
იქნებ
ყუთს
ოდესმე
ნამდვილი
პატრონი
გამოუჩნდეს-მეთქი გავიფიქრე
თუ
არა,
ჩამეძინა.
ყუთის პატრონი
არ
გამოჩენილა
არც
მეორე
დღეს,
არც
მესამე
დღეს,
მეოთხე
დღეს
კი
ისევ
ფოსტალიონი
გამოჩნდა.
ფოსტალიონისგან,
რომელსაც
ფოსტიდან
მითითებულ
მისამართზე
მიტანის
გარდა
სხვა
არაფერი
ევალებოდა,
მხოლოდ
მათი
ცენტრალური
ოფისის
მისამართი
შევიტყე.
ამჯერად
ყუთზე
ეწერა
From Mell, 22, Minessota. 22 წლის? ყუთში ეწყო:
iPod touch, ლავანდას
ზეთი,
3 ფრჩხილების
ლაქი
(მხოლოდ
მწვანეს
ტონალობები),
ბეჭდები
და
სამაჯურები,
ჭრელყდიანი
ბლოკნოტი,
სათვალე,
თმისამაგრი
მიკი
მაუსის
ყურებით,
ქენონის
ფოტოაპარატი.
ბლოკნოტი
ზურგჩანთაში
ჩავიგდე,
კარი
დავხურე
და
სამსახურისკენ
გზას
გავუდექი.
ახირებული
გოგონაა
მელ.
მხოლოდ
მწვანეს
ტონალობები.
მინესოტაში
არავის
ვიცნობ.
წარმოდგენა
არ
მაქვს,
ვინ
შეიძლება
ცხოვრობდეს
მინესოტაში.
ალბათ
მიკიმაუსის
ყურებიანი
გოგონები,
რომლებიც
ატარებენ
დიდ
შავჩარჩოიანი
სათვალეებს
და
ფრჩხილებს
მწვანედ
იღებავენ.
და
უსმენენ...
ნეტავ,
აიპოდიც
თან
წამომეღო,
იესო!
იმ
ტიპის
ყუთში
კი,
იმ
გერმანელი
პიტერის,
მხოლოდ
ყურსასმენები
იყო. მელ, რა მოსაწყენი
გოგონა
ხარ,
მხოლოდ
იმ
სატელევიზიო
სერიალების
ეპიზოდები
ჩამოგითვლია,
რომელიც
14 მარტიდან
27 ივლისის
ჩათვლით
ნახე.
ნეტავ,
რა
ხდებოდა
შენი
ცხოვრების
ამ
პერიოდში,
მელ,
ან
იქამდე,
ან
შემდეგ.
რა
კავშირი
უნდა
იყოს
შენსა
და
იმ
გერმანელ
პიტერს
შორის,
მელ.
იქნებ,
შენ
ხარ
მის
საფულეში
გამომწყვდეული
ჯინსისშორტებიანი
გოგონა?
ამიდგა,
მელ.
აღარ მახსოვს
ისევ
რამდენი
დღის
შემდეგ
გამოჩნდა
ყვითელსაწვიმრიანი
ფოსტალიონი.
მაგრამ
ნივთები
მახსოვს:
დღიური,
თმის
უთო,
iPhone 3, ერთი
წყვილი
წინდა,
კატა,
გრძელი
შავი
ტყავის
საფულე,
მაკ
ბუქი,
ფანქრების
ნაკრები,
სათვალე.
(ჯესიკა, 21, UK).
კატა, მელ, კატა.
November 16, 2014
წიგნი, რომელმაც წიგნებთან დამაბრუნა
წიგნის მიმოხილვა - ჰოვარდ ჯეიკობსონი - The Finkler Question
ვერასდროს წარმოვიდგენდი, ჩემს ცხოვრებაში თუ მოხდებოდა რამე ისეთი, წიგნის კითხვის სურვილს რომ დამაკარგვინებდა. რაღას არ კარგავენ ადამიანები: ცხოვრების ხალისს, მადას, საფულეს, ინვესტიციას, მიწა-წყალს, მარცხენა ფეხს, თავს (თუ ეს რჩებათ? სახლში), საყვარელ ადამიანს, ჰო და, სხვების პრობლემებთან რაღა მოსატანია, შენ რომ მესამე თვეა წიგნებს ვეღარ კითხულობ. ასეთი იყო ორი თვე და მესამე თვე - წიგნს დღეში ათჯერ მაინც ვშლიდი, ბოლოს და ბოლოს, წიგნის მაღაზიაში ვმუშაობ და სხვა რა გზა მაქვს. isbn-ები მესიზმრებოდა, თქვენი კი შესაძლოა, არც კი იცით, რა არის isbn. სხვებს ვურჩევდი - ეს წაიკითხეთ, ეს წააკითხეთ, ეს აჩუქეთ. სხვებს ვუყვებოდი - ეს წავიკითხე. ორი თვის წინ. ხუთი თვის წინ. ახლა არა. ახლა აღარ ვკითხულობ. ვეღარ. ვიცოდი, თუ არა რომელიმე წიგნის მაღაზიის თაროებზე, თუ არა ჩემს კარადაში, თუ არა ჩემს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში, სადმე მაინც იქნებოდა ის ერთი წიგნი, სხვა წიგნებთან რომ დამაბრუნებდა. ვიპოვე. ჰოვარდ ჯეიკობსონის „The Finkler Question”. შაბათი ჩემი ერთადერთი თავისუფალი დღეა, რომელსაც ათასი ვინმე და რამე ჩასაფრებია - ჭუჭყიანი ტანსაცმელი, გაწეწილი თმები, მეგობრები, უმცროსი და, ქამა სოკო, მოთხრობის იდეა, ნახევრადნათარგმნი წიგნი, ყავის ფინჯანი. წიგნებიც, რომლებსაც მესამე თვეა ვეღარ ვკითხულობ. გუშინ შაბათი იყო და ვიპოვე. ისევ ვიპოვე. წიგნი, რომელმაც წიგნებთან დამაბრუნა და გული დასწყვიტა ქამა სოკოსაც, უმცროს დასაც, ყავის ფინჯანსაც.
Subscribe to:
Posts (Atom)