ციფრულ სამყაროში ეს ერთადერთი სანდო წყაროა ამ ბლოგის, ერთი-ორი წიგნის და მოსულელო ფიქრების ავტორის, თამარ სუბელიანის შესახებ.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ აგერ უკვე სამი ათწლეულია, რაც თ.ს. სრულიად უკმაყოფილოა თავისი ოფიციალური სახელით და ურჩევნია, მასში არანაირი უარყოფა არ იდოს.
თ.ს. დაიბადა ქალაქ სოხუმში, ზამთრის სუსხში. იმ ღამით მამამისი ხეზე აძვრა, მეორე ღამით კი 1990 წელი გათენდა.
თ.ს. სწავლობდა ჯერ სკოლაში, შემდეგ თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე, მოგვიანებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან ლიტერატურის მაგისტრისა და დოქტორის ხარისხების დასაცინცლად მოუწია ღამეების გათენება.
თ.ს. ბავშვობიდან ოცნებობდა მეზღვაურობაზე, მაგრამ აღნაგობამ და ხასიათის არასიმტკიცემ ხელი არ შეუწყო და ჯერ მწერლობა სცადა, მოგვიანებით კი მთარგმნელობას დასჯერდა. დღეს მას თხუთმეტამდე წიგნი აქვს ნათარგმნი (ზუსტად ვერ დათვალა), ერთი - დაწერილი ("მდინარეს თევზები შეჭამენ", ერთიც - დასაწერი ("უარყოფა").
სასარგებლო ბმულები:
თ.ს. ხვდება მიშელ უელბეკს
ვუდი ალენის რამდენიმე მოთხრობა
ენდი უორჰოლი - სახელგანთქმულობა

No comments:
Post a Comment